ავიაკომპანია Lufthansa-მ და მისმა შვილობილმა Austrian Airlines-მა გადაწყვიტეს საკუთარ თვითმფრინავებზე ინტერნეტი უფასო გახადონ. მაგრამ მხოლოდ Miles & More ლოიალობის პროგრამის წევრებისთვის.
მათ მიერ შემოთავაზებული FlyNet Messaging პაკეტი შესაფერისია შეტყობინებებისა და ფოტოების გაცვლისთვის. ვისაც სურს ინტერნეტით სარგებლობა შეზღუდვების გარეშე (ვიდეოების ყურების ჩათვლით) Premium ვერსიისთვის 6 ევროს გადახდა მოუწევს.
Lufthansa გეგმავს ამ ოფციის გაფართოებას ყველა შვილობილი ავიაკომპანიის ფრენებზე. ამისათვის კი თვითმფრინავებზე სპეციალური აღჭურვილობა დამონტაჟება მოუწევს.