გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ახალი კორონავირუსის COVID 19-ის გავრცელების გამო, ავიარეისების რაოდენობას 25%-ით ამცირებს. შემცირება ეხება, როგორც ახლომაგისტრალურ, ისე შაშუალომაგისტრალურ ავიარეისებს. 

Lufthansaს-ს მიერ გავრცელებული პრეს-რელიზიდან ირკვევა, რომ კორონავირუსის დაჩქარებული გავრცელებით გამოწვეული არსებული ვითარების შედეგად, Lufthansa Group-მა ეკონომიკური სტაბულურობისთვის გადაწყვიტა, რომ უახლოესი კვირიდან ავიარეისების რაოდენობის შემცირება დაიწყოს.

ავიაკომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ქმედებების ხანგრძლივობა პირდაპირაა დამოკიდებული მსოფლიოში კორონავირუსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან.

ამასთან, შეტყობინებაში ნათქვამია, რომ შემცირდება გრძელმაგისტრალური ავიარეისების სიხშირეების რაოდენობაც.