Lufthansa ბორტზე უფასო ცხელ სასმელებს დააბრუნებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
ცხელი სასმელები (ჩაი და ყავა) უბრუნდება ეკონომ კლასის მგზავრებს მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებზე, – განაცხადა მან.
2021 წლიდან ავიაკომპანია ცხელი სასმელებისთვის მგზავრისგან 3 – 3,5 ევროს იღებდა. ახლა კი ავიაგადამყვანების ბაზარმა აღდგენა დაიწყო, ამიტომ არსებობს საშუალებები სერვისის გასაუმჯობესებლად.