გერმანული ავიაკომპანია Lufthansa Airbus A380-ით ფრენების განახლებისთვის ემზადება, რასაც მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნის ზრდის და შეკვეთილი თვითმფრინავების მიწოდების შეფერხებას უკავშირებს.

როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, Lufthansa ელის, რომ 2023 წლის ზაფხულიდან კვლავ გამოიყენებს პოპულარულ გრძელმაგისტრალურ თვითმფრინავს. Lufthansa-ში ამჟამად აფასებენ, რამდენი A380-ის ხელახლა გააქტიურება მოხდება და რომელ მიმართულებებზე იფრენენ “სუპერჯამბოები”.

Lufthansa-ს ავიაფლოტში 14 ერთეული Airbus A380 ირიცხებოდა, რომელიც ამჟამად გრძელვადიან საცავშია ესპანეთსა და საფრანგეთში. ამ თვითმფრინავებიდან ექვსი უკვე გაიყიდა, რვა ერთეული A380 კი Lufthansa-ს ბალანსზე რჩება.