ავიაკომპანია Lufthansa 2021 წლის გაზაფხულიდან ბორტზე უფასო კვებას აუქმებს, რასაც ავიაკომპანია ფინანსების დაზოგვის მიზნით აკეთებს. როგორც Suddeutsche Zeitung-ი წერს, ავიაკომპანიას ბორტზე კვების სერვისი ექნება, თუმცა ის არ იქნება უფასო და მგზავრს დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.
Lufthansa-ს დღევანდელი წესებით თუ ფრენის ხანგრძლივობა 65 წუთზე ნაკლებია ავიაკომპანია მგზავრებს ფუნთუშებს ურიგებს, თუ კი ფრენის ხანგრძლივობა 65 წუთიდან 3 საათამდეა, მაშინ მგზავრის უფასო მენიუ სენდვიჩით განისაზღვრება. 181 წუთიდან კი ავიაკომპანია მგზავრებს ცხელ კერძებსაც აწვდის.
რაც შეეხება უფასო სასმელს, მათი მიღება მგზავრს 50 წუთზე მეტი ხანგრძლივობის ფრენის შემთხვევაში შეუძლიათ.