ამერიკულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Frontier Airlines-მა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს ილონ მასკის SpaceX-თან ბორტზე Starlink Wi-Fi სერვისების მიწოდებაზე. ამავდროულად, Frontier-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბარი ბიფლმა თქვა, რომ „ავიაკომპანიის მიერ გამოხატული ინტერესი“ შეიძლება რეალობად იქცეს მხოლოდ მაშინ, როდესაც Starlink გაიაფდება.
როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Frontier ამჟამად არ უზრუნველყოფს მგზავრებს ინტერნეტ კავშირით, რადგან ფრენის დროს Wi-Fi სერვისი ავიაკომპანიას სხვადასხვა დამატებით ხარჯებს აკისრებს დაწყებული აღჭურვილობის წონიდან, რაც უარყოფითად მოქმედებს საწვავის მოხმარებაზე, კვალიფიციური პერსონალის მომსახურებამდე. შესაბამისად, Frontier-მა გამოაცხადა, რომ Starlink “უნდა იყოს მსუბუქი, კომპაქტური და იაფი” – მაშინ ავიაკომპანია შეიძენს პროდუქტს თავისი ფლოტისთვის.
რადგან Frontier Airlines არის დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი, Starlink-ის ამჟამინდელი მაღალი სააბონენტო ხარჯები არ შეესაბამება მის ფინანსების დაზოგვის ბიზნეს მოდელს.