საქართველოს საავიაციო სივრცეში ლოუკოსტერებიდან Wizz Air-ს ირჩევენ. პირველ ადგილზე მყოფ Wizz Air-ს მეორეადგილოსან Flydubai-სთან შედარებით თითქმის 2-ჯერ მეტი მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ლოუკოსტერების რეიტინგი გადაყვანილი მგზავრების მიხედვით:
ლოუკოსტერი | მგზავრების რაოდენობა |
Wizz Air | 362 226 |
Flydubai | 186 591 |
Ukraine International Airlines | 150 924 |
Pobeda Airlines | 91 531 |
Pegasus Airlines | 87 458 |
საქართველოს ავიაბაზარზე 47 ავიაკომპანიაა წარმოდგენილი, მათგან 10 Low Cost სატარიფო სქემის მქონე კომპანიაა.
2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე წარმოდგენილი „ლოუკოსტერებია“: Wizz Air; Air Arabia; Pegasus; Flydubai; Pobeda Airlines; Air Baltic; Buta Airways; Salam Air; Flynas; Ukraine International Airlines.