ავიაკომპანია Qatar Airways-მა Louis Vuitton-თან პარტნიორობით, დოჰაში ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ლაუნჯი და რესტორანი წარმოადგინა. ის განლაგებულია ფართო საცალო სივრცეში და ბაღში Orchard, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში გაიხსნა.
როგორც ცნობილია, Dior-მა ცოტა ხნის წინ აეროპორტში სპა გახსნა.
ლაუნჯში, სადაც აეროპორტის ფლაგმანური მაღაზიიდან სპეციალური ლიფტით მისვლა შესაძლებელია, გაწყობილია დიზაინერული ავეჯით – India Mahdavi-ს დაბალი მაგიდებით და Costela-ს სავარძლებით მარტნ ეისლერისგან. კონცეფცია მოიცავს რესტორანს მიშლენის ვარსკვლავიანი შეფ-მზარეულის იანიკ ალენოს à la carte მენიუთი, რომელშიც ადგილობრივი ინგრედიენტებია.
სხვა მსხვილი ლუქს კლასის ბრენდების მსგავსად, ბოლო წლებში Louis Vuitton-მაც გააფართოვა თავისი ყოფნა სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, რათა მომხმარებლებს მიაწოდოს „გამოცდილება, რომელიც სცილდება შოპინგის ფარგლებს“.
The Doha airport lounge ბრენდის მეცხრე კულინარიული პროექტია 2020 წლიდან, რომლის ჩამონათვალში შედის სხვადასხვა პროექტები. გარდა ამისა, Louis Vuitton გეგმავს თავისი სათაო ოფისი პარიზში გადააქციოს სასტუმროდ.