პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი შემოდგომის ფასდაკლების აქციას იწყებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, პოლონეთის 11 ქალაქში ბილეთები სპეციალურ ფასად შეიძინონ.
აქციის ფარგლებში, ავიაბილეთების ფასი 450 ლარიდან იწყება და მოიცავს პოლონეთის შემდეგ მიმართულებებს:
- ვარშავა
- გდანსკი
- კრაკოვი
- კატოვიცე
- პოზნანი
- ვროცლავი
- ზიელონა გორა
- ლუბლინი
- ბიდგოშჩი
- რჟეჟოვი
- შცეცინი
- აქციის პირობები:
დაჯავშნის პერიოდი: 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით.
მოგზაურობის პერიოდი: 1 ნოემბრიდან 28 მარტის ჩათვლით.
ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც გეგმავს შემოდგომის ან ზამთრის მოგზაურობას პოლონეთის ულამაზეს ქალაქებში.












