პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ის გენერალური გაყიდვების სააგენტო LOT Travel-ი ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ავიარეისს აანონსებს. როგორც LOT Travel-ში განმარტავენ, ჩარტერული ავიარეისი, სავარაუდოდ, 14-15 აგვისტოს განხორციელდება.
“14 აგვისტო – ვარშავა თბილისი
რეისი – LO7257
დრო – 21:45-03:25
15 აგვისტო – თბილისი ვარშავა
რეისი – LO7258
დრო – 04:25-06:10
ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს
ვარშავა -თბილისი 200 ევროს ექვივალენტი ლარში
თბილისი – ვარშავა 350 ევროს ექვივალენტი ლარში
რეისის საბოლოო დასტური ჯერ არ გვაქვს, ველოდებით დეტალების გარკვევას ორშაბათს ( 10.08.20 ) დღის ბოლომდე.
ეს პოსტი ემსახურება მხოლოდ მგზავრთა ინფორმაციის შეგროვებას.
ფრენის მსურველებმა გთხოვთ ელ ფოსტაზე მოგწერეთ შემდეგი დეტალები:
გვარი/სახელი პასპორტის მიხედვით
საკონტაქტო დეტალები (ელ ფოსტა და ტელეფონი)
მიმართულება
შესაძლებელია ვარშავიდან სხვადასხვა მიმართულების შეძენაც, ეს იქნება ცალკე ბილეთი და მგზავრს მოუწევს რეგისტრაციის თავიდან გავლა.
აქვე გაცნობებთ რომ მგზავრმა თავად უნდა გადაამოწმოს ჩაფრენის ქვეყნის რეგულაციები კოვიდთან დაკავშრებით.
! ბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება!
სოციალურ ქსელში კომენტარებს და შეტყობინებებს ვერ ვუპასუხებთ და გთხოვთ მხოლოდ ელ. ფოსტით დაგვიკავშირდეთ
lot@lottravel.ge”, განმარტავენ LOT Travel-ში.