პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ოქტომბერში ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე ოთხ ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს. რეისები 03 – 10 – 17 – 24 ოქტომბერს შესრულდება. როგორც საქართველოში ავიაკომპანიის გენერალური გაყიდვების სააგენტო LOT Travel-ი განმარტავს, აღნიშნული ჩარტერული ავიარეისიც არის გამყვანი და LOT-ი მგზავრებს მხოლოდ თბილისი-ვარშავას მიმართულებაზე მოემსახურება.

თბილისი-ვარშავას რეისზე ​ავიაბილეთის შეძენა შესაძლებელია როგორც დისტანციურად ასევე ოფისში ნაღდი ან უნაღდო ანგარისწორებით. ბილეთის ღირებულება მოიცავს ჩასაბარებელ ბარგს – 20კგ და 5კგ – ხელბარგს. 

“საჭიროა ელ ფოსტაზე გამოაგზავნოთ შემდეგი დეტალები:
❗️ გვარი/სახელი პასპორტის მიხედვით ( ლათინური
ასოებით პასპორტის მიხედვით)
❗️საკონტაქტო დეტალები ( ელ ფოსტა და ტელეფონი )
❗️მიმართულება,თარიღი

✈️ასევე შესაძლებელია ვარშავიდან სხვადასხვა მიმართულების შეძენაც, ეს იქნება ცალკე ბილეთი და მგზავრს მოუწევს რეგისტრაციის თავიდან გავლა.
აქვე გაცნობებთ რომ მგზავრმა უნდა დაადასტუროს მგზავრობის მიზნობრიობა შესაბამისი საბუთების წარმოდგენით.

! ბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება !

ოფისი მუშაობს
ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
შაბათი 10:00-16:00

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
ტელ: +995322554455 / 2937373
ელ-ფოსტა: lot@lottravel.ge”,  აღნიშნულია LOT Travel-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.