პოლონური ავიაკომპანია LOT-ი პილოტებს ეძებს. კომპანიამ უკვე ღიად განაცხადა, რომ ბუდაპეშტისა და ვარშავის ბაზებისთვის მთლიანობაში 300 ახალი პილოტი ესაჭიროება.

როგორც უცხოური მედია წერს, ავიაკომპანია ეძებს პილოტებს Bombardier Q400-სა და Embraer 170/190-ის მართვისთვის.

არსებული ვაკანსიების მიხედვით, პილოტებს უნდა ქონდეთ მოქმედი ლიცენზია, პირველი კლასის სამედიცინო სერთიფიკატი, მათი ნაფრენი საათების რაოდენობა უნდა აჭარბებდეს მინიმუმ 3000 საათს, მაღალ დონეზე უნდა იცოდნენ ინგლისური და ჰქონდეთ ევროკავშირში მუშაობის უფლება.

რაც შეეხება მეორე პილოტის კანდიდატურას, მათაც მოქმედი ლიცენზია და მათი ნაფრენი საათების რაოდენობა მინიმუმ 200 საათს უნდა შეადგენდეს.

იმ შემთხვევაში თუ კი პილოტებს არ აქვთ Bombardier Q400-სა და Embraer 170/190-ის მართვის გამოცდილება და შესაბამისად მათი მართვის ნებართვა, LOT-ი მათი სწავლის დაფინანსებასაც გეგმავს.

სამომავლოდ კი ამ პილოტების Boeing 737-სა და Boeing 787-ზე გადასვლა იგეგმება.

LOT-ი ახალ პილოტებს ავიაპარკის ზრდასთან დაკავშირებით ეძებს, რომელიც 1,5 წლის განმავლობაში აქვს დაგეგმილი.