დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია იყო წარდგენილი.
WTM London 2024-ზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია შატო მუხრანის წარმომადგენელი თაკო შეროზია.
“ჩვენ ვმონაწილეობდით ლონდონის უდიდეს გამოფენაზე, WTM-ზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. აქ ძალიან ბევრი ახალი სტრატეგიული პარტნიორი შევიძინეთ, გამოფენაზე საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი იყო. გაზაფხულიდან ველოდებით უკვე პირდაპირ ფრენებს ლონდონი-თბილისის მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ახალი შეძენილი კონტაქტებით მეტი ტურისტი გვეწვევა მომავალი წლიდან საქართველოში და გაიზიარებს ჩვენს კულტურას,“-განაცხადა თაკო შეროზიამ.
WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.
WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია წარსდგა, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასი იყო.