ლონდონის სენტ-პანკრასის რკინიგზის სადგურის მოსაცდელ დარბაზში მგზავრებს ჰუმანოიდი რობოტი Pepper-ი შეეგებება. ის კომპანია SoftBank Robotics-სა და Robots of London-ის ერთობლივი ქმნილებაა. ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი, პლანშეტის საშუალებით მგზავრებს გადაადგილებისა და სადგურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. მისცემს რჩევებს და ამა თუ იმ ადგილის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზეც მოუყვება. Pepper-ი მსურველებთან სელფსაც გადაიღებს.
Pepper-ს ადამიანური ემოციის გამოხატვაც შეუძლია და ის მგზავრის იმ ემოციით გასცემს პასუხს, რა ემოციაც თავად ამ მგზავრს ექნება.
Pepper-ი პირველ მგზავრს 2018 წლის ბოლოდან „მომსახურება“, ხოლო 2019 წლიდან რობოტები ლონდონის ყველა რკინიგზის სადგურს მოიცავენ.