ლონდონის ჰითროუს აეროპორტი ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივებს მგზავრთა გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს, რათა თავიდან აიცილოს მგზავრთა და ფრენების შეფერხება პერსონალის ნაკლებობის გამო.
ორშაბათს აეროპორტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 29 ოქტომბრამდე, ანუ საავიაციო ინდუსტრიაში ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასრულებამდე, ჰითროუს აეროპორტის მგზავრების რაოდენობა დღეში 100 000-ს არ აღემატება.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მგზავრთა გადაადგილებაზე შეზღუდვები, რომელიც ჰითროუმ ივლისში გამოაცხადა, 11 სექტემბერს მოიხსნება, წერს Financial Times.
აეროპორტის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განაპირობა და შეზღუდვის გახანგრძლივების გადაწყვეტილება ავიაკომპანიებთან შეთანხმებით იქნა მიღებული.
შეზღუდვები შეიძლება ადრეც მოიხსნას, თუ ცხადი გახდება, რომ აეროპორტის რესურსები საკმარისია ამისთვის.