კატარულმა ავიაკომპანია Qatar Airways-მა დოჰას გავლით კიევიდან იოჰანესბურგში შვიდი ლომი გადაიყვანა.
როგორც უცხოური მედია წერს, ცხოველებზე არასათანადო მოპყრობა დაფიქსირდა და საჭირო იყო მათი გადარჩენა. Qatar Airways Cargo-მ კი, რომელიც ველური ბუნების შენარჩუნებასა და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენაზე ზრუნავს მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნება გადაწყვიტა.
უნიკალური ფრენის პირველი ნაწილი კიევიდან დოჰამდე, ხოლო შემდეგ დოჰადან იოჰანესბურგის მიმართულებით განხორციელდა.