ლოიალობის პროგრამის ფარგლებში ავიაკომპანიების მიერ გამომუშავებული დამატებითი შემოსავლების სტატისტიკა მზარდია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანიების დამატებითი შემოსავლის ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ 2018 წელს 76 ავიაგადამზიდავმა დამატებითი შემოსავლის სახით 52,7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღეს. ირკვევა, რომ ამ თანხის 55 %-ი სწორედ ლოიალობის პროგრამის ფარგლებში შეგროვდა.

ყოველწლიურად IdeaWorksCompany-ს თანამშრომლები დამატებითი შემოსავლების შესახებ ანგარიშს აქვეყნებენ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დამატებითი შემოსავლების მხრივ მსოფლიოში ლიდერი ავიაკომპანია American Airlines-ია. ავიაკომპანიამ საკუთარ შემოსავლებს, 2018 წელს წელს დამატებით 7.2 მლრდ დოლარი შესძინა. მაღალი დამატებითი შემოსავლების მიღების მხრივ, მეორე ადგილზეა ასევე ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ი. ავიაგადამზიდავმა დამატებით 5,8 მლრდ დოლარი გამოუმუშავა. მესამე ადგილზეც ამერიკული Delta-ა, რომელმაც 2018 წელს დამატებითი შემოსავლების სახით 5.5 მლრდ დოლარი მიიღო.