საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ თვითმფრინავი იყიდა, რაშიც 15 მლნ დოლარი გადაიხადა.
Gulfstream-ს თვითმფრინავი 2004 წელსაა გამოშვებული და აშშ-ში ოპერირებდა, ხოლო მალე არგენტინაში იქნება რეგისტრირებული. ლაინერის ბორტზე 2 სააბაზანო და 2 სამზარეულოა განთავსებული. თვითმფრინავის კუდზე რიცხვი 10-იანი დაიტანეს, რადგანაც მესი 10 ნომრიანი მაისურით თამაშობს, ხოლო ტრაპის საფეხურებზე ფეხბურთელის ოჯახის წევრების სახელებია ამოტვიფრული
ლაინერისათვის მალე სპეციალურ ანგარსაც მოაწყობენ.