ლიეტუვის ჩარტერული ავიაკომპანია GetJet Airlines ლატვიაში ფართოვდება, სადაც შვილობილი ავიაკომპანია GetJet Airlines Latvia დააარსა და ავიაგადამზიდავის სერტიფიკატიც მიიღო.
ცნობილია, რომ კომპანია ჩარტერულ და ოპერატორულ ფრენებს ლატვიაში Airbus A320 საჰაერო ხომალდით განახორციელებს.
როგორც GetJet Aviation Holdings-ის ხელმძღვანელმა დარიუს ვილტრაკისმა განაცხადა, აღნიშნული სერტიფიკატი ავიაკომპანიას ლატვიის ბაზარზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, სწრაფად ზრდის და თავის დამკვიდრების საშუალებას აძლევს
GetJet Airlines Latvia-ს ხელმძღვანელი როლანდას რამინასი ამბობს, რომ ქვეყნის საავიაციო ბაზარი მთლიანად აღდგა ბოლო წლების გამოწვევების შემდეგ, ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ზრდის პროცესში ჩართვა და მისი დაჩქარება.
კომპანია უზრუნველყოფს ჩარტერულ ფრენებს მთელ მსოფლიოში, მისი ფლოტი მოიცავს Airbus A320 და Boeing 737 NG თვითმფრინავებს, ის აქტიურად თანამშრომლობს Wizz Air-თან, Corendon Airlines-თან, Air Malta-სთან, LOT-თან, Finnair-თან, Spice Jet-თან და სხვა ავიაკომპანიებთან.