უკვე მესამედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიGEMO FEST-ის პარტნიორია და ტურიზმის ეროვნულადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისში, ვერიკოანჯაფარიძის სახელობის სკვერში, იმერული კერძებისდასაგემოვნებლად ვიზიტორებს მასპინძლობს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისგენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, გასტრონომიული ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი იმერეთში, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა, გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა და ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციაა.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი,  უკვე მესამედუერთდება GEMO FEST-ს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, არის პროექტის ერთ-ერთი მასპინძელი. GEMO FEST-ი იმდენად წარმატებული გახდა, რომ უკვე ყოველწლიური ხასიათი მიიღო და წელს პირველად, 2 დღის ნაცვლად ფესტივალი, 3 დღიანი გახდა.მინდა ვუსურვო ქუთაისელებს და ქუთაისის სტუმრებს დააგემოვნონ იმერული კერძები და ისიამოვნონ იმერულიგარემოთი,‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

პროექტი უკვე მესამე წელია წარმატებით იმართება ქუთაისში, რომლის  მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის წახალისება. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები უკვე მეორე დღეა აგემოვნებენ.