22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო საჰაერო სატვირთო ტერმინალმა ,,ლასარემ’’ თბილისის მერიის თანადგომით გამწვანების აქცია განახორციელა. კომპანიის ინიციატივით სამგორის რაიონის გამგეობის ტერიტორიას – კერძოდ, ჰუალინგის რეკრეაციულ სივრცეს ახალი წიწვოვანი მცენარეები შეემატა.

დედაქალაქის გარემოსდაცვით აქტივობაში ,,ლასარეს’’ თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მერიის გამწვანების სამსახურთან ერთად კომპანია მომავალშიც გეგმავს, რომ აღნიშნულ ღონისძიებას ყოველწლიური ხასიათი მიეცეს.

,,ლასარე’’ 34 წელია ქართულ საავიაციო ბაზარზე ოპერირებს, კომპანია ათეული წლებია სატვირთო გადაზიდვების სფეროს ავითარებს საქართველოში. ქართული კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ეკოლოგიაზე ზრუნვაა, ამას მოწმობს სატვირთო ტერმინალის სივრცეში არსებული მზის პანელები, ეკომეგობრული ელექტრო ტექნიკის გამოყენება სამუშაო პროცესში და არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა, რაც ნათლად გამოკვეთს კომპანიის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას.