ბორტგამცილებელს უფრო დიდი შანსი აქვს სიმსივნის სხვადასხვა ფორმით დაავადდეს, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანებს. ამერიკელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ავიაციაში დასაქმებული ერთი და იგივე სტატუსისა და ეკონომიკური მდგომარეობის ადამიანებს შორის ყველაზე დიდი ალბათობაა მკერდის სიმსივნის, კუჭ-ნაწლავისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების.
კვლევის ავტორთა განმარტებით, დაავადების ყველაზე დიდი შანსი აქვთ ბორტგამცილებლებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სამედიცინო შემოწმებებს სისტემატიურად გადიან.