COVID-19-ის სტატისტიკის ფონზე, კვიპროსმა საქართველო B კატეგორიის ქვეყნების რიცხვში გადაიყვანა და PCR ტესტს ითხოვს. როგორც კვიპროსში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, კვიპროსის რესპუბლიკამ საქართველო გადაიყვანა ბ კატეგორიის ქვეყნების რიცხვში, შესაბამისად საქართველოდან კვიპროსში გამგზავრების მსურველებმა, არაუგვიანეს 72 საათით ადრე კორონავირუსზე ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ აეროპორტში.
შეგახსენებთ, რომ PCR უარყოფითი ტესტის გარდა, ყველა მგზავრმა კვიპროსში გამოფრენამდე უნდა შეავსოს ფორმა CyprusFlightPass. აღნიშნული ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ.