Radical Storage-ის ექსპერტებმა გამოავლინეს აეროპორტები საუკეთესო გასტრონომიული შეთავაზებით. საერთო ჯამში, კვლევის დროს განიხილეს მსოფლიოს 100 აეროპორტი (მგზავრების ყველაზე დიდი რაოდენობით), ასევე აეროპორტში განთავსებული რესტორნები. ავტორებმა შეადარეს 1,2 მილიონზე მეტი მგზავრის მიმოხილვა და გაარკვიეს, ითვალისწინებენ თუ არა აეროპორტის ტერმინალები მოგზაურების დიეტურ პრეფერენციებს, ასევე შეადარეს ძირითადი კერძების ან ლანჩის ფასები.
ძირითადი დასკვნებია:
• ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტი სეულში (სამხრეთ კორეა) საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში საკვების ხარისხის მიხედვით, 270 კაფესა და რესტორნის უზარმაზარი არჩევანით, სადაც ლანჩის მთავარი კერძი საშუალოდ 8,18 დოლარად იყიდება.
• მსოფლიოს 20 საუკეთესო საჰაერო ტერმინალიდან 8-მდე სამზარეულოს ხარისხის მიხედვით მდებარეობს შეერთებულ შტატებში, ატლანტას ჰარტსფილდ-ჯექსონის აეროპორტი მეორე ადგილზეა.
• მანჩესტერის აეროპორტი პირველია დიდ ბრიტანეთში კვების მხრივ. აქ 30 კაფეა და მათგან 26 გთავაზობთ მენიუს ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის.
• თუმცა ციურიხის აეროპორტი შვეიცარიაში კვლავ საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში ამ კატეგორიის მოგზაურთათვის – 36 კაფითა და რესტორნით, რომელთა რეიტინგი 5 შესაძლოდან 3,8 ვარსკვლავია. შედეგი საშუალოზე მაღალია.
• საკვების ყველაზე დაბალი ღირებულება აქვს ვიეტნამის ტან სონ ნჰატის საერთაშორისო აეროპორტს. აქ ერთი მთავარი კერძი/ლანჩი მხოლოდ 2,75 დოლარი ღირს, იაპონიის კანსაის საერთაშორისო აეროპორტში კი საშუალო ღირებულება 34,02 დოლარია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.