დღეიდან, კურორტზე “გოდერძი” სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, სტუმრებს საბაგიროებით შეუძლიათ ისარგებლონ. რეგულაციების მიხედვით, გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვებაა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კურორტზე ბაბლისა და გონდოლას ტიპის საბაგიროები ფუნქციონირებს.
რაც შეეხება განთავსების ობიექტებს, სასტუმროებმა კურორტზე ფუნქციონირება 25 თებერვლიდან განაახლეს. დღეის მონაცემებით, კურორტ გოდერძიზე 3 სასტუმრო და რამდენიმე კოტეჯი ღებულობს სტუმრებს. მათ შორისაა ახლადგახსნილი სასტუმრო “ამბასადორი გოდერძი”, რომელშიც რესტორანი, ღამის კლუბი და აუზი ფუნქციონირებს. სტუმრებს ღებულობს, სოფელ დანისპარაულში კურორტიდან 3 კმ-ში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლებიც.