გრენლანდიის აეროპორტების ადმინისტრაციამ ახალი ნუუკის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის შესახებ განაცხადა.

ახლახან დანიის სამოქალაქო ავიაციისა და რკინიგზის სამსახურმა განახორციელა საცდელი ფრენების სერია და აეროპორტში ასაფრენი ბილიკი გახსნა. პირველი კომერციული რეისი Air Greenland-მა უკვე შეასრულა. ავიაკომპანიის Airbus A330neo კუნძულზე კოპენჰაგენიდან გაფრინდა.

გრენლანდიის აეროპორტების აღმასრულებელმა დირექტორმა იენს ლაურიდსენმა აეროპორტის გახსნაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს არის ისტორიული მოვლენაა და ქმნის ახალ შესაძლებლობებს მთელი ქვეყნისთვის.

ნუუკის საერთაშორისო აეროპორტი, სავარაუდოდ, გაზრდის ადგილობრივ ტურიზმს და მოსალოდნელია, რომ საჰაერო გზით ჩასული მოგზაურების რაოდენობა გაორმაგდება და 50,000-დან 100,000-მდე გაიზრდება.

უკვე ცნობილია, რომ United Airlines-ი ნიუარკიდან ნუუკში ფრენებს ​​2025 წლის ივნისიდან დაიწყებს, ხოლო Scandinavian Airlines-მა და Icelandair Group-მა განაცხადეს, რომ გეგმავენ ფრენების დაწყებას კოპენჰაგენიდან და კეფლავიკიდან.

ცნობილია, რომ 2026 წელს გრენლანდიის კიდევ ორ ქალაქში ახალი აეროპორტის გახსნა იგეგმება: ილულისატსა და ქაკორტოკში.