მოგზაურობას მრავალი მიზეზი აქვსპირველ რიგში, ეს ხომ ახალი გამოცდილების წინაპირობაა. არავინ დავობს, რომ ახალი თავგადასავლის (ერთერთი) საუკეთესო ნაწილი, ადგილობრივი კულინარიის აღმოჩენას უკავშირდება. მაშ, რატომ ვსაუბრობთ ასე ცოტას კულინარიულ თავგადასავლებზე? მოდით, ერთად განვიხილოთ, რომელი კულინარიული სამყაროს აღმოჩენას გვპირდება Wizz Air, ქუთაისიდან ევროპის  სხვადასხვა მიმართულებებზე.

ესპანეთი: დააგემოვნეთ ტრადიციული პაელა და ტაპასები

ესპანეთში ჩასვლისთანავე შეისუნთქავთ ნივრის, პაპრიკისა და გრილზე შემწვარი ხორცის განუმეორებელ არომატს  – პაელასა და ტასპასების ქვეყანა ნამდვილ კულინარიულ თავგადასავალს გთავაზობთ. დააგემოვნეთ ხრაშუნა პატატას ბრავას, წვნიანი ჩორიზო და ახალი ზღვის პროდუქტები ჭიქა სანგრიასთან ერთად.

ესპანეთი არ უნდა დატოვოთ საკულტო კერძის, პაელას გასინჯვის გარეშე. როგორც წესი, ეს ბრინჯიანი კერძი მზადდება ზაფრანის სუნელით, წვნიანი ხორცითა და ახალი ზღვის პროდუქტებით. პაელა ნამდვილად ასახავს ესპანური სამზარეულოს არსს. დაგვერწმუნეთ, ესპანური კულინარიის გაკვეთილის შემდეგ, უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით.

საბერძნეთი: გაიცანით ხმელთაშუა ზღვის საგანძური

ყველა გურმანმა უნდა დაამატოს მარშრუტში საბერძნეთი. რატომ? იმიტომ, რომ აქ ყველაზე უკეთ გაიცნობთ ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს და შეისწავლით ცოცხალი ინგრედიენტებითა და თამამი გემოებით მდიდარ სამზარეულოს. ესაა ადგილი, სადაც ზეითუნის ზეთს, ფეტასა და მწიფე პომიდვრებს სულ სხვა გემო აქვს – დაიწყეთ თქვენი კულინარიული თავგადასავალი ტრადიციული ბერძნული სალათით. დაუჯერებელიც კია, რომ ხრაშუნა კიტრი, წვნიანი პომიდორი, მარილიანი ზეთისხილი და კრემისებრი ფეტა, ზეითუნის ზეთითა და ორეგანოთი შეკმაზული, ასეთი გემრიელი შეიძლება იყოს. თამამად მოასხით ძაძიკი  – გრილი იოგურტისა და კიტრის სოუსი და რა თქმა უნდა, გადაახვიეთ პიტას თბილ-თბილ პურებში.

თუმცა, საბერძნეთში ვიზიტი არ იქნება სრულყოფილი ქვეყნის საკულტო კერძის  – მუსაკას ტკბობის გარეშე. ბეშამელის მდიდარ სოუსში ჩადებული ბადრიჯნის, კარტოფილის და გატარებული ხორცის ფენები, ისეთ ნოყიერ და სრულყოფილ კერძს ქმნის, რომელიც აუცილებლად დააკმაყოფილებს ნებისმიერ გემოვნებას.

ზღვის პროდუქტების მოყვარულებს კი, რაღა თქმა უნდა, საბერძნეთის კუნძულები გელოდებათ. აქ ნამდვილად დაგხვდებათ სრულიად ახალი და არომატული გემოების სიმრავლე. დააგემოვნეთ შემწვარი რვაფეხა ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით, ან მიირთვით ნაზი კალმარები, რომლებიც სრულყოფილად გამოხატავენ ბერძნული სამზარეულოს ეგზოტიკურ ხასიათს.

იტალია: იმოგზაურეთ პიცის, პასტასა და ჯელატოს სამშობლოში

ევროპაში არცერთი კულინარიული თავგადასავალი არ იქნება სრულყოფილი იტალიაში ვიზიტის გარეშე  – ყველაზე გემრიელი კერძების სამშობლოში. მარადიული ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის პარალელურად, აღმოაჩინეთ კრემისებრი კარბონარა, ხრაშუნა რომაული პიცისა და გამაგრილებელი ჯელატოს დაუვიწყარი გემოები.

დატკბით ტოსკანას განუმეორებელი ლანდშაფტებით და ისწავლეთ ახალი პასტას, ქონდრის სოუსებისა და დეკადენტური დესერტების დამზადების ხელოვნება ადგილობრივი მზარეულებისგან. ჩამოჯექით და მიირთვით ჭიქა ტოსკანური ღვინო – ეს ქვეყანა ხომ, გემრიელი კერძების გარდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ღვინითაც ცნობილია!

Wizz Air-ის შესახებ:

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 206 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 27.1 მილიონი მგზავრისთვის F22 ფინანსურ წელს, რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Wizz Air-ი ATW-ის მიერ 2020 წელს, ხოლო ATA-ის მიერ 2019 და 2023 წლებში დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.