თურქულმა ავიაკომპანიებმა, COVID-19-ის ფონზე ფრენების რეცესიის დასაძლევად, 20 მლრდ ლირის (2,5 მლრდ დოლარი) ოდენობის საბანკო სესხები მოითხოვეს. აღნიშნული მოთხოვნით, ავიაკომპანიების ხელმძღვანელები ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს უკვე შეხვდნენ.

მინისტრმა ბიზნესის მოთხოვნა მოისმინა და მათ საკითხის განხილვას ფინანსთა მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან დაპირდა.

როგორც ცნობილია, COVID-19-ის პანდემიამ სხვა მომიჯნავე სექტორებთან ერთად ყველაზე მეტად ავიაციის სექტორი დააზარალა. სახელმწიფოთა ნაწილმა ეროვნულ ავიაკომპანიებს საკრედიტო ხაზი უკვე გაუხსნეს, რათა მათ კრიზისის დაძლიონ. მაგალითად ცნობილია, რომ გერმანული ავიაკომპანია Lufthansa 10 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს.