ავიაკომპანია DHL AERO EXPRESO-ს სატვირთო საჰაერო ხომალდი Boeing 757-200 (საბორტე ნომერი HP-2010DAE) კოსტა რიკაში, სან ხოსე ხუან სანტამარიას საერთაშორისო აეროპორტში (SJO/MROC) ასაფრენ/დასაფრენო ბილიკიდან გადავიდა. ხომალდის კორპუსი შუაზე გატყდა და ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის დეტალები ჯერ არ სახელდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ არავინ არ დაზარალებულა. თვითმფრინავი სან ხოსედან გვატემალაში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ გაფრენის აეროპორტში აფრენიდან 20 წუთის შემდეგ დაბრუნდა.