კომპანია Virgin Galactic-მა განაცხადა, რომ კოსმოსში პირველი ფრენისთვის უფრო მეტი ბილეთის გაყიდვას გეგმავს. სწორედ ასე პასუხობს  Virgin Galactic-ი იმ გაზრდილ მოთხოვნას, რაც ბოლო პერიოდში კოსმოსში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფიქსირდება. რიჩარდ ბენსონის კომპანია აცხადებს, რომ რეგისტრაცია 8000 პოტენციურმა ტურისტმა გაიარა. ამ დროისათვის კი 600 ბილეთია გაყიდული. რეგისტრირებულ მომხმარებლებს მოეთხოვებათ დეპოზიტზე 1000 დოლარის შეტანა. სწორედ ასეა შესაძლებელი მსურველთა რიგში მოხვედრა. 

ჯასტინ ბიბერი და ლეონარდო დი კაპრიო ერთ-ერთი პირველები არიან ვინც ბილეთი იყიდეს. საწყის ეტაპზე ბილეთის ფასი 250 ათას დოლარს შეადგენდა. თუმცა ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ეღირება ის ბილეთები, რომლებიც გაყიდვაში სამომავლოდ გამოვა.