კომპანიების თითქმის 70%-ი ხელოვნურ ინტელექტს და სხვა „ახალ ტექნოლოგიებს“ საქმიანი მოგზაურობის სამართავად იყენებს, – ამის შესახებ ნათქვამია American Express-ის Amex Trendex-ის ანგარიშში, რომელმაც 501 ექსპერტი გამოიკითხა, რომლებიც კომპანიის Travel-პროგრამაზე არიან პასუხისმგებელნი.
გამოკითხულთა 2/5 ამბობს, რომ ისინი ხელოვნურ ინტელექტს მიმართავენ, რათა გაარკვიონ, აკმაყოფილებს თუ არა საქმიანი მოგზაურების ხარჯები კორპორაციულ მოთხოვნებს.
ამავდროულად, გამოკითხულთა დაახლოებით 2/3-მა აღნიშნა, რომ უსაფრთხოება მათი მთავარი პრიორიტეტია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებისას. ეს კი 10%-ით მეტია სხვა ფაქტორებთან შედარებით, როგორიცაა ფუნქციონალობა (56%), ტრენინგი (53%) და AI-ის გადაწყვეტის ღირებულება (53%).
„ტექნოლოგია ეხმარება ბიზნესებს მიიღონ უფრო სწრაფი და ინფორმირებული გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობის გამოცდილება“, – თქვა ალია ბოხარი, American Express-ის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა.