კორონავირუსის გამო, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.
საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს.
„ბოლო პერიოდში, კერძოდ გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელი ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ა.წ. 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე.
ქალაქი დეგუ (Daegu) და გეონგბუკის პროვინცია (Gyeongbuk Province) გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების ზონებად, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, მგზავრობისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ რეგიონებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვას.
ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს; თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან; დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები“,- აღნიშნულია ორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
საელჩოს ცნობით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე:
კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი:
ENG : http://ncov.mohw.go.kr/en/
KOR : http://www.cdc.go.kr/
http://www.cdc.go.kr/contents.es?mid=a30103000000
ცხელი ხაზი : 1339
ქ. სეულის მერია:
http://www.seoul.go.kr/main/index.jsp
ტურიზმის ეროვნული სააგენტო:https://english.visitkorea.or.kr/enu/AKR/FU_EN_15.jsp…
საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
საელჩო: 02 792-7118
საკონსულო სამსახური: 010 5103-1703.