Korean Air-მა წარმოადგინა ახალი თვითმფრინავი, კორპორატიული ლოგო და გამოაცხადა გაუმჯობესებული ფრენის სერვისი, როგორც ძირითადი რებრენდინგის მცდელობა. ბრენდის განახლება ხდება მას შემდეგ, რაც გადამზიდველმა გასული წლის დეკემბერში Asiana Airlines-ისსაკონტროლო პაკეტი შეიძინა.
ავიაკომპანიის თვითმფრინავებზე ახლა გამოსახულია სიტყვა „Korean“ („Korean Air“-ის ნაცვლად) უფრო დიდი, მუქი ლურჯი შრიფტით, ხოლო ფიუზელაჟის ზედა ნახევარი შეღებილია ღია ლურჯად მეტალის ეფექტით.
„განახლებული ლოგო შეესაბამება მინიმალისტური ბრენდინგის თანამედროვე და გლობალურ ტენდენციებს, ამავდროულად ინარჩუნებს ოპერატორის გამორჩეულ იდენტურობას“, – აღნიშნავს კომპანიაში.
Korean Air ასევე შესთავაზებს მგზავრებს ახალ მენიუს, რომელიც შემუშავებულია შეფ Seokyung Kim-ისმიერ. ავიაკომპანიამ ასევე გამოაცხადა ინჩეონსა და ლოს ანჯელესში მდებარე ლაუნჯების რემონტი და ასევე ჯონ კენედის აეროპორტში ახალი ლაუნჯის მშენებლობა, რომელიც 2026 წელს გაიხსნება.
Korean Air-მა და Asiana Airlines-მა გაერთიანება ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში გამოაცხადეს. გარიგების დასასრულებლად კომპანიებს სჭირდებოდათ დამტკიცება 14 მარეგულირებლისგანმთელს მსოფლიოში. შერწყმა გახდა ყველაზე გრძელი საავიაციო ინდუსტრიაში.