უმსხვილესი კორეული ავიაკომპანია Korean Air-ი თავის ისტორიაში პირველად, ფრენის დროს, მგზავრების ინტერნეტით წვდომას უზრუნველყოფს.

ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ახალი სერვისით სარგებლობა საერთაშორისო ფრენებზე 1 ივნისიდან იქნება შესაძლებელი. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ბორტ Wi-Fi ქსელთან დაკავშირება.

თავდაპირველად, ფრენის დროს ინტერნეტი იმუშავებს საშუალო მანძილის Boeing 737-8 თვითმფრინავებზე. მოგვიანებით სერვისი ხელმისაწვდომი გახდება Korean Air-ის ყველა საერთაშორისო რეისზე.

კორეულმა ავიაკომპანიამ უკვე გამოაქვეყნა ინტერნეტით სარგებლობის ფასები. ხელმისაწვდომი იქნება ორი ტიპის პაკეტი – ინტერნეტი გვერდებისა და ვიდეოების დასათვალიერებლად და მესიჯინგი – ტექსტური შეტყობინებების გაცვლისთვის მხოლოდ აპლიკაციების საშუალებით, როგორიცაა WhatsApp.

ფასი განსხვავდება ფრენის ხანგრძლივობის მიხედვით. ინტერნეტ პაკეტი მთელი ფრენისთვის 11,95$ ღირს მოკლე ფრენებისთვის, 13,95$ საშუალო მანძილზე და 20,95$ შორ მანძილზე ფრენისთვის. შეტყობინებების პაკეტის ღირებულებაა 4,95 აშშ დოლარი მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებისთვის და 5,95 აშშ დოლარი გრძელი ფრენებისთვის.

Korean Air-ის კონკურენტი კორეის ბაზარზე, Asiana Airlines-ი, 2017 წლიდან უზრუნველყოფს ფრენის დროს ინტერნეტით წვდომას. თუმცა, სერვისი მუშაობს მხოლოდ შორ მანძილზე ფრენებზე, რომლებსაც ახორციელებს Airbus A350 თვითმფრინავი. საათობრივი ინტერნეტ პაკეტი ღირს $11,95, ხოლო შეუზღუდავი წვდომა მთელი ფრენისთვის არის $21,95

2023 წლის გაზაფხულზე, მსხვილმა ავიაკომპანიებმა Turkish Airlines-მა და Air Canada-მ ფრენის დროს თავიანთი მგზავრებისთვის ინტერნეტი უფასო გახადეს. თუმცა, უფასო პაკეტები ხელმისაწვდომია მხოლოდ ავიაკომპანიის ლოიალობის პროგრამაში დარეგისტრირების შემდეგ და მხოლოდ მესინჯერის სპეციალური აპლიკაციების საშუალებით შეტყობინებების გაცვლის საშუალებას გაძლევთ.