საქართველოს კონკურენციის სააგენტომ TAV Georgia-გან ტაქსების კონკურსზე ინფორმაციას ითხოვს. როგორც სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს კონკურენციის სააგენტოსათვის, ინტერნეტ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ TAV Georgia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესი გამოთქვა.

“გამომდინარე იქედან, რომ საკითხი მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლების მინიჭებას ეხება, კონკურენციის სააგენტოს მიზანია – შესაბამისი კომპანიის შერჩევის პროცესში კონკურენციის წესები და პირობები სრულად იყოს დაცული. თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მოითხოვა. კერძოდ, რა ფორმით გეგმავს TAV Georgia შესაბამისი გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას და შერჩევას.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ TAV Georgia-ს განემარტა, რომ მგზავრთა გადაყვანის მომსახურების გამწევი კომპანიისათვის ექსკლუზიური უფლების გადაცემა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა განხორციელდეს”, აღნიშნულია საქართველოს კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

კონკურსის პირობების სანახავად, გადადის ლინკზე: