ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე კონკრეტული პირების განცხადებას მნიშვნელობა არ აქვს და ოფიციალურ კომუნიკაციას უნდა დაველოდოთ.
“დაველოდოთ, რა იქნება. კონკრეტული პირების განცხადებას მნიშვნელობა არ აქვს. დაველოდოთ ოფიციალურ კომუნიკაციას. ეს მარტივი საკითხი არ არის, გვესმის საკითხების მგრძნობიარობა. ძალიან ფრთხილები ვართ. ასევე ფრთხილები ვიქნებით გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს არჩეულ კურსს და არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლებელი იქნება.
ცნობისათვის, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისში, სწორედ “გავრილოვის ღამის” მერე შეაჩერა.