კომპანია TripIt-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ თუ რა ხდის მოგზაურობას ხალისიანს და რა აბედნიერებს ავიამგზავრს. კომპანიის ანალიტიკოსებმა 1 მლნ-მდე მგზავრის შეფასება გაანალიზეს და დაადგინეს, თუ რა ფაქტორები ხდის მოგზაურობას ბედნიერს. 

როგორც ირკვევა, მოგზაურები ყველაზე კარგ შეფასებას აძლევენ ყველაზე დიდხნიან ფრენებს, რომელიც 12 საათზე მეტს ხანს გრძელდება. მეორე ადგილზეა ავიარეისები, რომელიც მაქსიმუმ 3 საათს გრძელდება. 

როგორც კვლევამ აჩვენა, მგზავრები ყველაზე კმაყოფილები და ბედნიერები საერთაშორისო რეისებზე არიან. 

მთლიანობაში გაირკვა, რომ მგზავრებმა ყველაზე მაღალი შეფასება დალასი-სიდნეისს ავიარეისებს მისცეს, რომელიც 17 საათზე მეტ ხანს გრძელდება. 

რაც შეეხება კომფორტს, ბორტზე Wi-Fi-ს ხარისხს – მგზავრების განწყობაზე ნაკლებ გავლენას ახდენს. თუმცა იგივეს თქმა არ შეიძლება კომფორტულ კომფორტზე, რასაც მგზავრის მხრიდან მაქსიმალური ყურადღება ექცევა.