2023 წლის I კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის TOP-5 ავიაკომპანიიდან 3 სამგზავრო და 2 სატვირთო ავიაკომპანიაა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მარტის ბრუნვის მოცულობის თანახმად საჰაერო სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტის საქმიანობით დაკავებული ლიდერი ავიაკომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება: შპს აირზენა, შპს ჯორჯიან ეარვეისი, შპს საქართველოს ავიახაზები, შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ, შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი. (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ ფლობს საქართველოს ავიაბაზრის ლიდერ ავიაკომპანიებს:
შპს აირზენა: კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია თამაზ გაიაშვილი. კომპანიის გენერალური დირექტორი ნანა გოძიაშვილი.
შპს ჯორჯიან ეარვეისი: კომპანიის 20%-იანი წილის მფლობელია შპს ჯორჯიან ეარ სერვისი, ხოლო 80%-ის მფლობელი დავით გაიაშვილია. კომპანიის გენერალური დირექტორია თავად დავით გაიაშვილი, ხოლო გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე-პასუხისმგებელი დირექტორი რობერტ ოგანესიანი.
აღსანიშნავია, რომ შპს ჯორჯიან ეარ სერვისის 90%-იანი წილის მფლობელი ეთერი გაიაშვილია, ხოლო 10%-ს სოფიო გვენცაძე ფლობს. კომპანიის დირექტორია დირექტორი – ლევან ფირცხალავა.
შპს საქართველოს ავიახაზები: კომპანიის 40%-ის მფლობელია ირაკლი მეზვრიშვილია, ხოლო 60%-ს თამაზ გაიაშვილი ფლობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილია.
შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ: კომპანიის 100%-ს შპს ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო., ლტდ, ფლობს, ხოლო გენერალური დირექტორი რატი ბაკურაძეა. რაც შეეხება შპს ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო., ლტდ-ს, აღნიშნული კომპანიის 51%-ს რატი ბაკურაძე ფლობს, ხოლო 49%-ს ჩინეთის მოქალაქე ჭენგლიანგ ლიუ.
შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი: კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ზაური ქორთოშიძე, ხოლო პრეზიდენტი თორნიკე ქორთოშიძე, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ედისონ ფიფია, ვიცე-პრეზიდენტი შალვა კიკნაძე, ვიცე-პრეზიდენტი არჩილ ხოჯელანი (საფრენოსნო დარგში)