კოლუმბიის უმსხვილესმა და უძველესმა ავიაკომპანიამ Avianca გაკოტრების შესახებ განაცხადა. როგორც უცხოური მედია იწყებს, COVID-19-ის პანდემიამ ავიაკომპანია მეტად რთულ ვითარებაში ჩააგდო და მგზავრთნაკადი შეუმცირა. 

Avianca Holdings SA-მ და მისმა რამდენიმე შვილობილმა კომპანიამ გაკოტრების შესახებ განაცხადი უკვე გააკეთეს, თუმცა მიუხედავად ამისა, ვიდრე იურიდიული პროცესები არ დასრულდება ავიაკომპანია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გააგრძელებს და მგზავრებს მოემსახურება. ავიაკომპანიის მენეჯმენტს ხელი არ ჩაუქნევია და გადარჩენას ცდილობს. Avianca ფინანსების გამოყოფაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც კოლუმბიის მთავრობასთან ასევე სხვა ქვეყნების მთავრობებთანაც.