ავიაკომპანია KLM ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმის განხორციელებას გეგმავს, რომელიც მიზნად ისახავს მოგების ზრდას და პერსონალის დეფიციტს აღმოფხვრას. შედეგად წელიწადში ავიაკომპანია 450 მლნ ევროს დაზოგვას შეძლებს.
„ნიდერლანდებში ჩვენ ვაწყდებით მკაცრ შრომის ბაზარს და მზარდ სახელფასო ხარჯებს“, – თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარჯან რინტელმა. რინტელმა ასევე აღნიშნა, რომ ავიაკომპანიის თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება შეიძლება იყოს აუთსორსინგზე, როგორც ხარჯების შემცირების მცდელობის ნაწილი.
„ეს დაკავშირებულია პილოტებისა და ტექნიკოსების ნაკლებობასთან“, – განმარტა KLM-ის ხელმძღვანელმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავიაკომპანიის მთავარი მიზანია ფრენების რაოდენობის გაზრდა 2019 წლის დონემდე და ამიტომ KLM „ასაქმებს უამრავ თანამშრომელს და ამზადებს მათ დაჩქარებული ტემპით“.
რინტელმა აღნიშნა, რომ KLM-ის საქმიანობა ასევე გართულდა ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის გამო. ამრიგად, ისრაელისა და რეგიონის ზოგიერთი სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცის დაკეტვის ფონზე ავიაკომპანიის თვითმფრინავს უწევს მარშრუტების შეცვლა, რის შედეგადაც ფრენის ხანგრძლივობა იზრდება, რაც თანდართულ ხარჯებს იწვევს.