KLM-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ნიდერლანდების მთავრობას მოუწოდებს Schiphol Airport-ში  ხმაურის შემცირების სტრატეგიას გადახედოს.

მარჯან რინტელმა ნიდერლანდების ინფრასტრუქტურისა და წყლის რესურსების სამინისტროს უკვე მიმართა, რათა უწყებამ ამესტარდამის აეროპორტში დაგეგმილ ხმაურის შემცირების ღონისძიებებს გადახედოს. თავის წერილში რინტელმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ფრენების რაოდენობის შემცირებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს აეროპორტის მომავალზე, KLM-ის ოპერაციებზე და ნიდერლანდების ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე.

KLM მხარს უჭერს მთავრობის სურვილს, მიაღწიოს ბალანსს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და ავიაციის ეკონომიკურ მნიშვნელობას შორის. ავიაკომპანია ეთანხმება ხმაურის დონის 20%-ით შემცირების მიზანს და თვლის, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მაცხოვრებლების ადეკვატური სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა. თუმცა, KLM გვთავაზობს ალტერნატიულ მიდგომას: ფრენების რაოდენობის შემცირების ნაცვლად, წაახალისოს უფრო ჩუმი თვითმფრინავების გამოყენება, რაც საშუალებას მისცემს მას მიაღწიოს მიზნებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგების გარეშე.

ნიდერლანდების მთავრობა სავარაუდოდ გამოაცხადებს ფრენების ახალ ლიმიტს, რამაც შეიძლება წლიური ლიმიტი 500,000-დან 452,500 ფრენამდე შეამციროს. KLM შეშფოთებულია, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს სამართლებრივი დავა და საპასუხო ზომები სხვა ქვეყნებიდან, ასევე ნეგატიურად იმოქმედოს ნიდერლანდების კონკურენტუნარიანობასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე.

მანამდე, KLM-მა და სხვა ავიაკომპანიებმა, მათ შორის Delta Air Lines-მა, Corendon-მა, EasyJet-მა და TUI-მა შეიტანეს სარჩელი ნიდერლანდების მთავრობის წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებდნენ გადაწყვეტილებას Schiphol-ის აეროპორტში სიმძლავრის შემცირების შესახებ CO₂-ისგამონაბოლქვის შესამცირებლად.

KLM მოუწოდებს მთავრობას ჩაერთოს ღია დიალოგში და ერთად იმუშაოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დაამყარებენ ბალანსს გარემოსდაცვით მიზნებსა და საავიაციო სექტორის ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას შორის.