ნიდერლანდების ავიაკომპანია KLM-მა დღეს განაცხადა, რომ ორშაბათამდე, დროებით, ამსტერდამის შიპოლის აეროპორტიდან ყველა რეისზე ბილეთების გაყიდვას აჩერებს. ავიაკომპანიამ ასევე განაცხადა, რომ KLM მზადაა მგზავრებს მომდევნო სამი დღის ფრენებზე ბილეთების თარიღები შეცვლა უფასოდ შესთავაზოს.
როგორც ირკვევა ავიაბილეთების გაყიდვის შეჩერების მიზეზი აეროპორტის გადატვირთულობის პრობლემაა, მათ შორის აეროპორტის დაცვის პერსონალის ნაკლებობის გამო. აეროპორტს პრობლემები მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს შეექმნა, რადგან COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ფრენებზე მოთხოვნა აღდგა.
დღეს შიპოლის აეროპორტში შესასვლელად უზარმაზარი რიგებია. აეროპორტში შესასვლელად, რომელიც ევროპაში რიგით მესამე ყველაზე დატვირთული აეროპორტია, რიგები ქუჩიდან იწყება და რომ მგზავრი შენობაში მოხვდეს ამას რამდენიმე საათი სჭირდება.