22 იანვრიდან ავიაკომპანია KLM დროებით გრძელ მაგისტრალური რეისების შესრულებას წყვეტს. ავიაკომპანიის გადაწყვეტილებითვე შეჩერდება ასევე რამდნიმე შიდა რეისიც. 

რეისების შეჩერება არის ავიაკომპანიის მენეჯმენტის რეაქცია ახალ მოთხოვნებზე, რომელსაც ნიდერლანდების მთავრობა აკისრებს ყველას, ვინც ქვეყნის აეროპორტებში აპირებს შესვლას ან ტრანზიტს.

ნიდერლანდების მთავრობის ერთ-ერთი ახალი მოთხოვნა, რომელიც ძალაში 22 იანვრიდან შედის არის COVID-19-ზე მეორე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, რომელიც რეისამდე არაუმეტეს 4 საათით ადრე უნდა იყოს ჩატარებული.

თუ ტესტის შედეგი დადებითი იქნება, მგზავრს ან ეკიპაჟის წევრს არ შეუძლია ბორტზე ასვლა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებში შესასვლელად საჭიროა PCR ტესტის პასუხის “ნეგატიური” წარდგენა, რომელიც რომელიც ქვეყანაში შესვლამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე უნდა იყოს ჩატარებული.

KLM აცხადებს, რომ აღნიშნული თანამშრომლებს სახლში დაბრუნების რისკის ქვეშ დააყენებს.

”როგორც კარგი დამსაქმებელი, ჩვენი გუნდის წევრებს არასდროს ვტოვებთ საზღვარგარეთ”, – განმარტავენ ავიაკომპანიაში.