მეღვინეები ამბობენ, რომ შესაძლოა ღვინის მოცულობამ დაიკლოს. ყველაფერი კლიმატის ცვლილების გამო ხდება, რაც იწვევს მოსავლის უკმარისობას.
წარმოება უკვე შემცირდა TOP-10 ქვეყანაში, რომლებზეც მსოფლიო ღვინის წარმოების 90%-ზე მეტი მოდის. ვენახები ავსტრალიაში, არგენტინაში, ჩილეში, ბრაზილიაში, ესპანეთში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში ზიანდება. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა ღვინის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდეს – ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მოცულობა იწარმოოს.
თუმცა არის რეგიონები, სადაც ვითარება კონტროლ ქვეშ. მაგალითად, აშშ-ში, პორტუგალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში, პირიქით, წარმოების გაზრდაზე საუბრობენ.