დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი თემაც კლიმატის გლობალური ცვლილებაა.

პარადოქსია, რომ წელს დავოსში ფორუმზე დასასწრებად დელეგატები რეკორდული რაოდენობის ბიზნესჯეტებით ჩავიდნენ, წერს The Guardian-ი.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ამ წელს ფორუმის ფარგლებში დელეგატები მთლიანობაში 1500-ზე მეტი კერძო თვითმფრინავით ისარგებლებენ, ეს იმ ფონზე, როდესაც გასულ წელს მათ მთლიანობაში 1300 თვითმფრინავით ისარგებლეს. რაც გასულ წელს რეკორდულ მაჩვენებლად შეფასდა.

უნდა აღნიშნოს ისიც, რომ დავოსის სტუმრები უფრო ხშირად იყენებენ კერძო თვითმფრინავების ისე მოდელებს როგორებიცაა Gulfstream GV და Bombardier Global Express.

ქვეყნები კი, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ ტიპის თვითმფრინავებით უფრო ხშირად სარგებლობენ არიან: გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.