კიევსა და ბრატისლავას შორის მატარებელი ძალიან მალე – დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყებს მოძრაობას.
ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ უკრაინულ-სლოვაკური კომისიის მეექვსე სხდომის შემდეგ განაცხადა.
დისკუსიის დროს უკრაინისა და სლოვაკეთის წარმომადგენლებმა ასევე წამოჭრეს უჟგოროდ-ვიშნე-ნიმეკეს საგუშაგოს მოდერნიზაციის საკითხები, რათა გაიზარდოს სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის შესაძლებლობები.