კიდევ ერთი განსაკუთრებული პროექტი ბლექ სი გრუპის პორტფოლიოში – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განახლების სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა:
•15 091 მ² ფართობის ფრეზირება და პოლიმერ-მოდიფიცირებული ასფალტის საფარის მოწყობა;
•9 230 მ² ფართობზე საფუძვლის სრული გამოცვლა
•სადრენაჟე და კანალიზაციის სისტემების მოწყობა
•ბაქანზე თანამედროვე განათების სისტემის დამონტაჟება
•ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის 19 349 მ² ფართობის განახლება ერთფენიანი ასფალტის საფარით
•9 660 მ² თაჩდაუნ ზონაში 7 სმ სისქის ასფალტის ფენის დაგება.
“ჩვენმა გუნდმა ძალიან წარმატებულად შეძლო იმ სირთულეების გადალახვა, რაც უშუალოდ აქ დაგვხვდა ადგილზე. ეს შევძელით ახალი ტექნოლოგიების, სწორი მიდგომის და გუნდის კოორდინირებული მუშაობით“, – აცხადებს კომპანია ბლექ სი გრუპის გენერალური დირექტორი ამირან მამუჭაძე.

https://www.facebook.com/reel/1185085353441077