FILE PHOTO: A British Airways plane taxis past tail fins of parked aircraft near Terminal 5 at Heathrow Airport in London, Britain, March 14, 2020. REUTERS/Simon Dawson/File Photo

უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways თავის თვითმფრინავებზე ინტერნეტს უფასო გახდის.

სერვისი 3 აპრილიდან ეტაპობრივად ამოქმედდება ყველა ავიალაინერზე​, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური მიმღებებით.

უმარტივესი წვდომის პაკეტი უფასო იქნება, რომელიც მოიცავს ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას მესენჯერის აპლიკაციების საშუალებით. მის გასააქტიურებლად საჭიროა უფასოდ დარეგისტრირდეთ British Airways Executive Club-ის ლოიალობის პროგრამაში.

უფასო წვდომის პაკეტი არ მოგცემთ საშუალებას გააზიაროთ ფოტოები ან ვიდეო. ეს ვარიანტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ფასიან პაკეტებში.

British Airways-ის ცნობით, ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია მის ყველა თვითმფრინავზე, რომელიც ბაზირებულია ლონდონის გეტვიკის აეროპორტში. ლონდონის ჰითროუში ეს მაჩვენებელი 80%-ს შეადგენს და British Airways მიზნად ისახავს 2025 წლის ბოლოსთვის სერვისის გაფართოებას ყველა თვითმფრინავზე