უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways თავის თვითმფრინავებზე ინტერნეტს უფასო გახდის.
სერვისი 3 აპრილიდან ეტაპობრივად ამოქმედდება ყველა ავიალაინერზე, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური მიმღებებით.
უმარტივესი წვდომის პაკეტი უფასო იქნება, რომელიც მოიცავს ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას მესენჯერის აპლიკაციების საშუალებით. მის გასააქტიურებლად საჭიროა უფასოდ დარეგისტრირდეთ British Airways Executive Club-ის ლოიალობის პროგრამაში.
უფასო წვდომის პაკეტი არ მოგცემთ საშუალებას გააზიაროთ ფოტოები ან ვიდეო. ეს ვარიანტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ფასიან პაკეტებში.
British Airways-ის ცნობით, ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია მის ყველა თვითმფრინავზე, რომელიც ბაზირებულია ლონდონის გეტვიკის აეროპორტში. ლონდონის ჰითროუში ეს მაჩვენებელი 80%-ს შეადგენს და British Airways მიზნად ისახავს 2025 წლის ბოლოსთვის სერვისის გაფართოებას ყველა თვითმფრინავზე