მსოფლიოს 5 პატარა ქვეყანაში აეროპორტები არ არის და ამ ქვეყნებში ჩასასვლელად ტურისტები ტრანსპორტის სხვა სახეობას იყენებენ.
ვატიკანი: ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიოში მხოლოდ 800 მოსახლით. აქ თვითმფრინავის დასაფრენად ბევრი ადგილი არ არის; არ არის მდინარე ან ზღვა ალტერნატიული ტრანსპორტისთვის. ის ასევე ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლის შემოვლა ფეხითაა შესაძლებელი. აქ შეგიძლიათ მოხვდეთ იტალიაში მდებარე უახლოესი აეროპორტებიდან, როგორიცაა ჩამპინო და ფიუმიჩინო. ისინი ვატიკანიდან მატარებლით 30 წუთზე ნაკლებ სავალზეა.
მონაკო: მეორე ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიოში ვატიკანის შემდეგ. ის სამი მხრიდან გარშემორტყმულია საფრანგეთით და არ აქვს აეროპორტი. დათვალიერების მსურველებს იქ მოხვედრა ტაქსით, ან ნავით შეუძლიათ – ფრანგულ ნიცაში დაჯდომის შემდეგ.
სან მარინო: მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო. სან-მარინო მთლიანად გარშემორტყმულია იტალიით, ზღვაზე წვდომის გარეშე. იმის გამო, რომ ქვეყანა ძალიან პატარაა, მას აეროპორტი არ აქვს. საბედნიეროდ, მთელი სან-მარინო ბრტყელია და აქვს გზების მკვრივი ქსელი, რომელიც ხალხს სან-მარინოდან გამოჰყავს და იტალიაში ყველა მიმართულებით შესვლის საშუალებას აძლევს. ერთ-ერთი უახლოესი აეროპორტი რიმინიშია. მიუხედავად იმისა, რომ ის პატარაა, იქვე არის რამდენიმე სხვა აეროპორტი – ფლორენციის, ბოლონიის, ვენეციის და პიზის, რომლებსაც ასევე ხშირად იყენებენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ტურისტები, რომლებიც სტუმრობენ ამ პატარა ქვეყანას.
ლიხტენშტეინი: პატარა სახელმწიფო, მისი მთელი პერიმეტრი ძლივს აღწევს 75 კმ-ს. იმისთვის, რომ მეზობელ ქვეყნებთან შესაძლო დიპლომატიურ ბრძოლებში არ ჩართულიყო, ლიხტენშტეინი დარჩა აეროპორტის გარეშე, ადგილობრივები კი ციურიხის აეროპორტის მომსახურებით სარგებლობენ. ის დაახლოებით 120 კილომეტრშია და მოხვედრა აეროპორტში მანქანით ან ავტობუსით შეიძლება.
ანდორა: ანდორის სამთავრო არც ისე პატარაა, როგორც სხვა ქვეყნები და აქვს შედარებით დიდი ტერიტორია, სადაც ერთზე მეტი აეროპორტის აშენება შეიძლებოდა, მაგრამ არის უზარმაზარი დაბრკოლება – მთები. ეს სამთავრო, რომელიც მდებარეობს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის, მთლიანად არის გარშემორტყმული პირენეებით. ზოგიერთი მწვერვალის სიმაღლე თითქმის 3000 მეტრს აღწევს და ასეთ სიმაღლეებზე თვითმფრინავით ფრენა ცოტა საშიში და რთული ხდება. და რატომ რისკავთ, როცა შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ თქვენი მეზობლების აეროპორტები – ბარსელონა, ლეიდა ან ჟირონა მხოლოდ 200 კმ-ის რადიუსშია.